ბუღალტერი — Glass Work

Glass Work — ლოგო
Glass Work

ბუღალტერი

₾2500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "Glass Work" წარმოადგენს ყველაზე დიდ მინის საწარმოს საქართველოში, რომლის საწარმო ფართი 32000 კვ.მ-ზეა განთავსებული. "Glass Work"-ის საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სპეც-ტექნიკით, ხოლო მაღალკვალიფიცირებული პერსონალი, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.

კომპანია "Glass Work" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზ. 50 (ქვემო ფონიჭალა)

სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 სთ.

ანაზღაურება: ფიქსირებული 2500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის (შესყიდვის დოკუმენტები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) დამუშავება და აღრიცხვა
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი
  • რეალიზაციის დოკუმენტაციის კონტროლი და შეჯერება საბუღალტრო ჩანაწერებთან
  • შიდა გადაადგილებების და ანგარიშფაქტურების ატვირთვა
  • ანგარიშვალდებულ პირებზე არსებული თანხების ჩამოწერა შესაბამისი პირველადი დოკუმენტაციის საფუძველზე
  • საოპერაციო ხარჯების სისტემაში ასახვა და აღრიცხვა
  • ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და მარაგების გადამოწმებაში მხარდაჭერა
  • სალაროსა და საბანკო ნაშთების კონტროლი და პერიოდული შეჯერება საბუღალტრო ჩანაწერებთან
  • ყოველთვიური დეკლარაციების მომზადების პროცესში მონაწილეობა
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის დაარქივება და მოწესრიგება
  • აუდიტის პროცესში საბუღალტრო მონაცემების მომზადებაში დახმარება
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:

  • 1C სისტემასთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • საბუღალტრო დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (ზედნადები, ფაქტურები RS.ge-ზე)
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა

უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა
  • მოწესრიგებულობა
  • პუნქტუალურობა