ბუღალტერი — Midea

Midea — ლოგო
Midea

ბუღალტერი

₾2000-2500 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.

შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.

შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „ბუღალტრის“ პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამშენებლო მასალის შესყიდვების და ფორმა 2-ების პროგრამული აღრიცხვა.
  • მშენებლობაზე დასაქმებული თანამშრომლების ხელფასების დაანგარიშება.
  • საქონლისა და მომსახურების რეალიზაცის აღრიცხვის კონტროლი (მათ შორის: ანგარიშ-ფაქტურების გაგზავნა, ავანსების აღრიცხვის უზრუნველყოფა და დებიტორული დავალიანებების კონტროლი).
  • საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება, დაარქივება.
  • თვის და წლის დახურვის პროცესებში მონაწილეობის მიღება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უპირატესობა ენიჭება უმაღლეს განათლებას ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა – სამშენებლო სექტორი);
  • Excel - მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  • ACCA-ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად;
  • საბუღალტრო პროგრამა 1C-ში ან Balance-ში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • თავაზიანობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

ანაზღაურება:

ფიქსირებული ხელფასი 2000 - 2500 ლარი, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ მცირე პრაქტიკული ტესტირება, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

სამუშაო გრაფიკი:

კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 6 საათამდე;