შესყიდვების და გაყიდვების თანამშრომელი
შპს "ჯი თი კომპანი" ახდენს, სავენტილაციო დამხმარე მასალების იმპორტს უცხოეთიდან და ყიდის ადგილობრივ ბაზარზე.
კომპანიას ესაჭიროება შესყიდვების და გაყიდვების თანამშრომელი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ბუღალტერიის ან აუდიტის მიმართულებით;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- Excel-ის სრულყოფილად ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამების ცოდნა, სასურველია ორის ბუღალტერია ან ორის მენეჯერი (არ არის აუცილებელი-ადგილზე შევასწავლით);
- ინგლისური ენის ცოდნა
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში; (rs.ge-დან ზედნადებების ჩამოტვირთვა საბუღალტრო პროგრამაში და ასევე საბუღალტრო პროგრამიდან rs.ge-ზე ატვირთვა. სალაროს და ტერმინალის ოპერაციების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში)
- პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი;
- დებიტორ/კრედიტორების კონტროლი;
- შემოსავლების და ხარჯების ოპერაციების კონტროლი;
- პერიოდულად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერაში მონაწილეობა;
- უცხოურ მომწოდებლებთან შეკვეთების წარმოება.
სამუშაო გრაფიკი/პირობები:
- სამუშაოს ადგილმდებარეობა - თბილისი, სტანისლავსკის ქუჩა #1 (წერეთლის გამზირის კვეთა, მეტრო გოცირიძესთან ახლოს);
- ანაზღაურება - ხელზე ასაღები 2000 ლარი, ზრდის პერსპექტივით;
- სამუშაო გრაფიკი - ნორმირებული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 09:30-18:00 სთ).