შეფ კონდიტერი
„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება. სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.
„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ აცხადებს ვაკანსიას შეფ კონდიტერის პოზიციაზე.
ლოკაცია: პ. მელიქიშვილის 47/49
ძირითადი მოვალეობები:
- დესერტების მენიუს შექმნა და განახლება;
- საკონდიტრო ნაწარმის მომზადების პროცესის მართვა და კონტროლი;
- პროდუქციის ხარისხისა და პრეზენტაციის უზრუნველყოფა;
- რეცეპტების სტანდარტიზაცია და მათი შესრულების კონტროლი;
- ინგრედიენტების მარაგის კონტროლი და შეკვეთების დაგეგმვა;
- ჰიგიენისა და სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
- ახალი დესერტების შემუშავება და ინოვაციების დანერგვა.
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საკონდიტრო საქმის ღრმა ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
- კრეატიულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ლიდერული და გუნდური მუშაობის უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის მართვის და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
კომპანია გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას);
- კვებით უზრუნველყოფას.