სერვისის გაყიდვების მენეჯერი — სკუტ სკუტი

სკუტ სკუტი

სერვისის გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ჩვენ ვართ "სკუტ სკუტი"!

"სკუტ სკუტში" გვჯერა, რომ თავისუფალი გადაადგილება თავისუფალი ცხოვრების აუცილებელი პირობაა.

ამ იდეის გარშემო უკვე თითქმის 10 წელია ვქმნით ბრენდს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სკუტერისა და მოტოციკლის კულტურის განვითარებაში რეგიონში. ჩვენ შევცვალეთ დამოკიდებულება სკუტერის მიმართ.

ამჟამად "სკუტ სკუტი" წარმოდგენილია თბილისსა და ბათუმში, ხოლო 2026 წელს ვგეგმავთ თბილისში ახალი მაღაზიისა და სერვისცენტრის გახსნას, რაც კომპანიის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება.

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, სადაც ფასდება ინიციატივა, პასუხისმგებლობა და თავისუფალი აზროვნება. გვჯერა, რომ ძლიერი კომპანია იწყება ადამიანებით და მათ მუდმივ განვითარებაზე ზრუნვით.

"სკუტ სკუტში" ვეძებთ სერვისის გაყიდვების მენეჯერს!

თუ ხარ მოტივირებული, შრომისმოყვარე და კრეატიული ადამიანი, რომელსაც სიამოვნებს სწავლა და ახალი იდეების დანერგვა — ჩვენ გეძებთ! ეს ვაკანსია შენთვის არის!

შემოგვიერთდი, თუ:

  • გჯერა, რომ ადამიანი კომპანიის მთავარი ღირებულებაა
  • გაქვს ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები
  • ხარ ძალიან ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
  • შეგიძლია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და დროის ეფექტურად მართვა
  • შეგიძლია გუნდური მუშაობა და გუნდის მართვა
  • პასუხისმგებლიანი ხარ და არ გეშინია პრობლემების ანალიზისა და ახალი მიდგომების ცდის

ძირითადი მოვალეობები:

  • გაყიდი პროდუქციის სრული ასორტიმენტის ცოდნა, ნაწილების კატალოგებში და პროგრამულად სწორად მოძებნა
  • მომხმარებლისთვის შოურუმში კონსულტაციის გაწევა, ამომწურავი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება
  • პროდუქციის გაყიდვა, ნაწილების რეალიზაციის ზრდაზე ზრუნვა
  • ყველა ტიპის რეალიზაციის პროცესის სრულყოფილი ცოდნა, კლიენტების დახმარება რეალიზაციის პროცესის ყველა ეტაპზე, გაყიდული საქონლის გაცემის უზრუნველყოფა
  • რეალიზაციისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება
  • სალაროს ნაშთის კონტროლი
  • ყოველი სამუშაო დღის ბოლოს გაყიდვებისა და სალაროს რეპორტის მომზადება და გადაგზავნა, აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრა
  • ხელმძღვანელისთვის ოპერატიული და სრული ინფორმაციის მიწოდება კლიენტების მიერ დაფიქსირებული უკმაყოფილებებისა და სხვა საგულისხმო ფაქტების შესახებ
  • საჭირო დეფიციტური ნაწილების სიის შეგროვება და ბრენდ მენეჯერთან რეპორტინგი
  • სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა საერთო ორგანიზაციული მიზნების მისაღწევად
  • სერვისის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • საოფისე პროგრამების (Excel, Word) საბაზისო დონეზე ცოდნა
  • 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • სასურველია გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება
  • ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა
  • მოტოციკლეტის/სკუტერების სფეროსადმი ინტერესი

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და ინოვაციურ სამუშაო გარემოს
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს
  • სატელეფონო სერვისების პაკეტს
  • უფასო კორპორატიულ დაზღვევას
  • გუნდურ აქტივობებს და ტრენინგებს
  • ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჩუბინაშვილი
გრაფიკი: სრული, 10:00-19:00

კომპანია: scootscoot.ge

Web: https://scootscoot.ge
FB: https://www.facebook.com/ScootScootTbilisi
Insta: scootscoot_Geo
TikTok: scootscoot_Geo