სერვის ცენტრის ტექნიკის მენეჯერის ასისტენტი/ოპერატორი
"VESTEL"-ის სერვის ცენტრი ეძებს ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც აქტიურად იქნება ჩართული სერვის ცენტრის ყოველდღიურ ოპერაციებსა და ტექნიკური ჯგუფის მართვაში.
სამუშაო ადგილი: თბილისი წერეთელი
პოზიცია: სერვის ცენტრის ტექნიკის მენეჯერის ასისტენტი/ოპერატორი
ძირითადი მოვალეობები:
- სამუშაო სივრცეში სამუშაოს დაწყებამდე მინიმუმ 5 წუთით ადრე გამოცხადება;
- სერვის ცენტრის მიმდინარე პროცესებში აქტიური ჩართულობა;
- ტექნიკური ჯგუფის მართვაში მონაწილეობა — ფუნქციების განაწილება, დისციპლინისა და დატვირთულობის კონტროლი;
- სამუშაო გეგმებისა და სერვისის პროცესების კონტროლი;
- გაყიდვების შემდგომი მომსახურების ჯგუფთან კოორდინირებული მუშაობა და შეფერხებების შესახებ დროული ინფორმირება;
- სერვისის ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია და მიმდინარე პროცესების შესახებ ანგარიშგება;
- საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან ვიზიტი და სიტუაციის შეფასება;
- მომსახურების ხარისხის კონტროლი და პროდუქციის მომხმარებლისთვის სათანადო მდგომარეობაში დაბრუნების უზრუნველყოფა;
- თანამშრომლების სამუშაო დროის ადმინისტრირება და კონტროლი;
- სერვის-ოპერაციების სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
- მონაცემთა ბაზებისა და სერვისთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
- ყოველდღიური რეპორტების მომზადება და ბუღალტერიისთვის გაგზავნა;
- არასტანდარტული ოპერაციების შესაბამისი დოკუმენტაციისა და ფინანსური ინფორმაციის დროული მიწოდება;
- მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების დროული კომუნიკაცია;
- სერვის ცენტრში არსებული ნივთებისა და ინვენტარის კონტროლი;
- HR მენეჯერისთვის ყოველთვიური რეპორტინგის მომზადება;
- სერვის ცენტრის ოპერატორის სამუშაო პროცესის შეფასება და უკუკავშირის მიწოდება;
- სერვისის პერსონალის მივლინებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
- დასუფთავების სტანდარტებისა და შესაბამისი პერსონალის სამუშაო დროის კონტროლი;
- კომპანიის შინაგანაწესისა და კონფიდენციალურობის დაცვა.
სამუშაო გამოცდილება:
- უმცროსი მენეჯერის ან ასისტენტის პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- სერვისის ან მენეჯმენტის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან შესაბამისი მიმართულებით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
- ანალიტიკური აზროვნება
- გუნდის მართვის უნარი
- დროის ეფექტური მართვა
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- სანდოობა და სამართლიანობა
- შრომის მაღალი კულტურა
- შედეგზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- თურქულის და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა — სავალდებულოა
- სერვისის სტანდარტების ცოდნა;
- მენეჯმენტის სისტემების ცოდნა — სასურველია;
- Microsoft Word და Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა.