სერვის ცენტრის გაყიდვების კონსულტანტი- ბათუმი — სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი

სერვის ცენტრის გაყიდვების კონსულტანტი- ბათუმი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი" აცხადებს ვაკანსიას ბათუმში, სერვის ცენტრის გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შაბათი 11:00-14:00.

ანაზღაურება: 1500 ლარი (NET)

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორაციული ნომერი, საწვავზე ფასდაკლების ბარათი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საცალო და კორპორაციული მომხმარებლების მომსახურება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; საწვავის შეკვეთის მიღება, შეკვეთის შესაბამისი განაცხადის შექმნა, ანგარიშ-ფაქტურის გაგზავნა, საწვავის დარიცხვა საბარათე/სატალონე ანგარიშზე;
  • კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება;
  • ახალი მომხმარებლის მოზიდვა;
  • მომხმარებელთა პრობლემებისა და საჩივრების მიღება და შესაბამისი რეაგირება;
  • მომსახურების ცენტრის დოკუმენტაციის წარმოება და მომხმარებელთა ბაზის განახლება;
  • გაყიდვების გეგმის შესრულებაში მონაწილეობა;
  • სამუშაო დღის ბოლოს სალაროს ნაშთისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
  • რუსული და ინგლისური საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • MS Office-ის Basic დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესული სიტუაციის მართვის უნარი;
  • დროის მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:

  • თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის;
  • შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით;