საზოგადოებრივი ადგილის დასუფთავების დიასახლისი
„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება. სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.
„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებრივი ადგილის დასუფთავების დიასახლისის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, პეტრე მელიქიშვილის 47/49
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროს საერთო სივრცეების (ლობი, დერეფნები, სველი წერტილები და სხვ.) დასუფთავება
- სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების მუდმივი დაცვა
- ნარჩენების გატანა და სწორად განთავსება
- აღმოჩენილი დაზიანებების ან ხარვეზების დაფიქსირება
- სტუმრების მოთხოვნებზე ოპერატიული რეაგირება
მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ფიზიკური გამძლეობა
- გუნდში მუშაობის უნარი
- ორგანიზებულობა და სისუფთავის სტანდარტების დაცვა
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
კომპანია გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს
- დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
- კვებით უზრუნველყოფას
- ანაზღაურება 1200 + 200 ლარი სეზონურად (NET)