სავაჭრო წარმომადგენელი/პრისელერი- შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი — სალო

სალო

სავაჭრო წარმომადგენელი/პრისელერი- შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "სალო" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის - პრისელერის პოზიციაზე შიდა ქართლი/სამცხე-ჯავახეთის ქსელზე

შპს "სალოს" პროდუქცია წარმოადგენს საყოფაცხოვრებლო ქიმიას (ჭურჭლის სარეცხი ჟელე, თხევადი საპონი, და ა.შ). პრისელერის მთავარი ამოცანა იქნება მაღაზიებისთვის აღნიშნული პროდუქციის შეთავაზება და გასაღება.

მოთხოვნები:

  • მართვის კატეგორია - B
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • აუცილებელია ყავდეს პირადი ავტომობილი
  • გაყიდვების ტექნიკის ცოდნა და მისი გამოყენების უნარი
  • დარწმუნების უნარი
  • სხვადასხვა დონეზე მოლაპარაკებების წარმართვის უნარი.
  • სასურველია რეგიონის ცოდნა
  • სქესი: მდედრობითი, მამრობითი
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება ქსელურ მაღაზიებთან

მოვალეობები:

  • არსებული მომხმარებელთა ბაზის განვითარება და გაფართოება
  • ნაშთების კონტროლი და პროდუქციის დროული მიწოდების ორგანიზება
  • ბაზარზე სიტუაციის მონიტორინგი და ანალიზი.
  • კლიენტის მოთხოვნის გამოვლენა - დაკმაყოფილება.
  • კონკურენტების ანალიზი.

პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარე
  • ენერგიული
  • დისციპლინირებული
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • კომუნიკაბელური
  • პუნქტუალური

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს ამ სფეროში გამოცდილებით.

ანაზღაურება: კონკურენტული

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

მისამართი: დიდი ლილო, ერეკლე მეორეს N89