სავაჭრო წარმომადგენელი- ბათუმი — კინგ ჯგუფი 1

კინგ ჯგუფი 1

სავაჭრო წარმომადგენელი- ბათუმი

₾2700 ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი
შპს "კინგ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის (პრესეილერის) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება, მოზიდვა და ქსელის გაფართოება;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმართვა და გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება;
** კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;
** სავაჭრო ობიექტებიდან შეკვეთების დროული მიღება, გაფორმება და სისტემური დამუშავება;
** ობიექტებში პროდუქციის ნაშთების კონტროლი და ოპერატიული ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის საუკეთესო წარმოდგენის უზრუნველყოფა (მერჩენდაიზინგი);
** ობიექტების დებიტორული დავალიანებების მუდმივი კონტროლი და თანხების დროული ამოღება;
** კომპანიის მიერ დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობებისა და აქციების განხორციელება ობიექტებზე;
** გაწეული მუშაობის შესახებ ყოველდღიური რეპორტინგის წარმოება ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** უძრავი ქონებით უზრუნველყოფა (50 000 ლარის ღირებულების);
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოებისა და პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობისა და პრობლემური სიტუაციების სწრაფად მოგვარების უნარი;

ანაზღაურება და სამუშაო პირობები:

** ფიქსირებული ხელფასი: 1800 ლარი;
** ყოველთვიური ბონუსი გეგმის შესრულებისას: +900 ლარი;
** დამატებითი პროგრესული ბონუსი გეგმის გადაჭარბების შემთხვევაში;
** კომპანიის მფლობელობაში არსებული ავტომობილი და საწვავის სრული უზრუნველყოფა (ლიმიტი);
** 5-დღიანი სამუშაო კვირა (დასვენება: შაბათი და კვირა).

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ