სავაჭრო წარმომადგენელი
სადისტრიბუციო კომპანია "VG" 2010 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში და ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებიდან საკონდიტრო და საკვები პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში
განრიგი: ორშაბათი-პარასკევი - 09:00-18:00
აუცილებელი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 6 თვე
- უძრავი ქონებით უზრუნველყოფის შესაძლებლობა
- მართვის მოწმობა (B კატეგორია)
- საკუთარი მსუბუქი ავტომანქანის ქონა
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის მახასიათებლების კარგი ცოდნა;
- კომპანიის არსებული სავაჭრო ქსელი მართვა;
- ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება;
- სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა;
- შეკვეთის გაფორმება;
- კომპანიის ყოველთვიური/წლიური გეგმის შესრულება.
პიროვნული უნარები და თვისებები:
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- მიზანდასახულობა;
- მოწესრიგებულობა.