სავაჭრო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე, როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით, სრული საქართველოს მასშტაბით.
საყოველთაო რანჟირების შედეგად, პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს - "სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი" - მსხვილ საწარმოებს შორის.
"სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია - მომხმარებელზე ორიენტირება, მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 - საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
შპს "ვასაძის პური", ბრენდი "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ფუნქცია/მოვალეობები:- სავაჭრო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ორგანიზება, მართვა და კონტროლი;
- დაქვემდებარებული აუდიტის თანამშრომლების მიერ სავაჭრო ობიექტებში შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და ეფექტიანობის მუდმივი შეფასება (მონიტორინგი და ანალიზი);
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის რაოდენობის, ნაშთების, ვადებისა და პოზიციონირების კონტროლის უზრუნველყოფა;
- კომპანიისა და კონკურენტი ბრენდების ბაზარზე წარმოდგენის მონიტორინგი და ანალიტიკა;
- ქსელის გაფართოების მიზნით, აუდიტის სპეციალისტების მიერ ახალი პარტნიორი ობიექტების მოძიება და პროდუქციის განთავსების უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხვევაში, სავაჭრო აგენტებისთვის ბრენდის ახალი პროდუქციის სავაჭრო ობიექტზე შეტანაში დახმარება;
- დარღვევების, ხარვეზებისა და პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, რეესტრის წარმოება და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
- აუდიტის შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
- სამსახურის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ინიციატივების შემუშავება და განხორციელება;
- სამოქმედო გეგმის შესრულების კონტროლი და დასახული შედეგების უზრუნველყოფა.
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- ამავე სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;
- ანაზღაურება: 2000-დან 2500 ლარამდე;
- ადგილმდებარეობა: თბილისი, ქვ. ფონიჭალა.
- განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
- მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
- Fitpass-ს და კორპორატიულ დაზღვევას.