სავაჭრო აგენტი/პრისეილი — მასტერ კოფი

მასტერ კოფი

სავაჭრო აგენტი/პრისეილი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო აგენტის (პრისეილი) პოზიციაზე.

ვეძებთ მოტივირებულ, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებულ სავაჭრო წარმომადგენელს.

სამუშაო არეალი: ქ. თბილისი
ოფისის ადგილმდებარეობა: დ. სარაჯიშვილის გამზირი 39

ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდვების პროცესის ორგანიზება და წარმოება;
  • კომპანიის ბაზაზე არსებული პროდუქციის სრულფასოვანი ცოდნა და სწორი პრეზენტირება;
  • არსებული ობიექტების შენარჩუნება და ახალი ობიექტების მოძიება;
  • კომპანიის სტანდარტების დაცვა სავაჭრო ვიზიტის დროს;
  • კომპანიის გაყიდვების პოლიტიკის გათვალისწინებით, ეფექტური ურთიერთ თანამშრომლობის დამყარება სავაჭრო წერტილის წარმომადგენლებთან;
  • გაყიდულ პროდუქციასა და მის ანგარიშსწორებაზე სრული პასუხისმგებლობა;
  • დოკუმენტაციის სრული შესაბამისობა რეალურ გაყიდვებთან.

უნარ-ჩვევები:

  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პროფესიული ჩვევებისა და ცოდნის მუდმივი სრულყოფა;

აუცილებელი მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება აუცილებელია;
  • უძრავი ქონებით უზრუნველყოფა;

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00;
  • დასვენება: შაბათი, კვირა;
  • ანაზღაურება: შემოტანილი თანხის 2.8%;
  • ყოველთვიური საბონუსე სისტემა;
  • ულიმიტო სასაუბრო;

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ