სავაჭრო აგენტი (ქუთაისი) — ფიოფიო

samushao.ge
ფიოფიო — ლოგო
ფიოფიო

სავაჭრო აგენტი (ქუთაისი)

შეთანხმებით ახალი ქუთაისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ფიო-ფიო" აცხადებს ვაკანსიას ქუთაისში სავაჭრო აგენტის პოზიციაზე.

"ფიო-ფიო" არის ბავშვებისთვის შექმნილი მრავალფეროვანი საბავშვო ყუთები, რომლებიც აერთიანებს, როგორც სათამაშოებს, ასევე შემეცნებით აქტივობებს

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი;
  • სამუშაო საათები: 10:00-18:00 საათი;
  • სამუშაო ლოკაცია: ქუთაისი
  • ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • TT მიმართულების ახალი ობიექტების მოძიება, მათთან კომუნიკაცია, პროდუქტის შეთავაზება და ახალი წერტილების ათვისება;
  • არსებული TT ობიექტების მონიტორინგი და დროული ვიზიტები;
  • TT ობიექტებიდან ნაღდი თანხის მიღება და კომპანიის ბალანსზე სწორი/დროულად ასახვა;
  • მიწოდების პროცესის დოკუმენტირება და მარტივი ანგარიშგება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია, სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
  • საკუთარი მსუბუქი ავტომობილის ქონა.

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • პუნქტუალურობა.

კომპანია "ფიო-ფიო"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ფიო-ფიო"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებებს.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ