სავაჭრო აგენტი- ბათუმი
კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო აგენტის პოზიციაზე.
ვეძებთ მოტივირებულ, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებულ სავაჭრო წარმომადგენელს.
ოფისის ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი
ფუნქცია-მოვალეობები:
- გაყიდვების პროცესის ორგანიზება და წარმოება;
- კომპანიის ბაზაზე არსებული პროდუქციის სრულფასოვანი ცოდნა და სწორი პრეზენტირება;
- ახალი ობიქტების მოძიება;
- კომპანიის სტანდარტების დაცვა სავაჭრო ვიზიტის დროს;
- პროდუქციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
- კომპანიის გაყიდვების პოლიტიკის გათვალისწინებით, ეფექტური ურთიერთ თანამშრომლობის დამყარება სავაჭრო წერტილის წარმომადგენლებთან;
- გაყიდულ პროდუქციასა და მის ანგარიშწორებაზე სრული პასუხისმგებლობა;
- დოკუმენტაციის სრული შესაბამისობა რეალურ გაყიდვებთან.
უნარ-ჩვევები:
- პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- პროფესიული ჩვევებისა და ცოდნის მუდმივი სრულყოფა;
აუცილებელი მოთხოვნები: გაყიდვების სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აუცილებელია.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00;
- დასვენება: შაბათი, კვირა;
- ანაზღაურება: შემოტანილი თანხის 2.8% (2000-3500ლ);
- ყოველთვიური საბონუსე სისტემა;
- ულიმიტო სასაუბრო.