საუზმის მზარეული
„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება. სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.
„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ აცხადებს ვაკანსიას საუზმის მზარეულის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი , პეტრე მელიქიშვილის 47/49
ძირითადი მოვალეობები:
- საუზმის მენიუს მიხედვით კერძების მომზადება და დროული მიწოდება
- პროდუქციის ხარისხისა და ვარგისიანობის კონტროლი
- სამზარეულოში სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა
- ინგრედიენტების სწორად შენახვა და მარაგის კონტროლი
- სამუშაო პროცესის ორგანიზება დილის საათებში
- სამზარეულოს ინვენტარის სწორად გამოყენება და მოვლა
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
- საუზმის მენიუს და შესაბამისი ტექნიკების ცოდნა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ორგანიზებულობა სამუშაო პროცესის დროს
- გუნდში მუშაობის უნარი
- დილის ცვლაში მუშაობის შესაძლებლობა
კომპანია გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს
- დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
- კვებით უზრუნველყოფას
- ანაზღაურება 1500 ლარი (NET)