საწყობის ოპერატორი - Reach Truck & Forklift
კომპანია "ფაინ თრი ტერმინალი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის (Reach Truck & Forklift) ოპერატორის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და გამოცდილ თანამშრომელს, რომელიც პასუხისმგებლობით მოეკიდება საწყობში ტვირთების უსაფრთხო გადაადგილებასა და ლოჯისტიკურ პროცესებს.
ძირითადი მოვალეობები:
- Reach Truck-ის (მაღალსართულიანი დამტვირთველის) მართვა უსაფრთხოების წესების სრული დაცვით;
- ტვირთების განთავსება და ჩამოღება მაღალსართულიანი სტელაჟებიდან;
- Forklift-ის დამტვირთველის მართვა, ოპერირება სატვირთო ავტომანქანების და კონტეინერების დაცლა-დატვირთვისას;
- პროდუქციის/ტვირთების მიღება, საწყობის ტერიტორიაზე გადაადგილება, შესაბამის ზონებში განთავსება და შეკვეთების მომზადება (კომპლექტაცია);
- სასაწყობო ნაშთების სიზუსტის კონტროლი და წესრიგის შენარჩუნება სამუშაო ზონაში;
- პროდუქციის მაჩვენებლების პროგრამაში ასახვა: რაოდენობრივი, ხარისხობრივი, ვადები, განლაგების ადგილი;
- ყოველდღიურ რეჟიმში ექსპედიტორების მიერ პროდუქციის გატანის კონტროლი, სათანადო დოკუმენტაციის გამოწერა და პროგრამული ასახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- Reach Truck & Forklift (მაღალსართულიანი დამტვირთველის და ავტო/ელექტრო დამტვირთველზე) მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სასაწყობო პროგრამებთან ან სკანერთან (WMS/RF ტერმინალი) მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია შესაბამისი სპეც-ტექნიკის მართვის მოწმობა/სერტიფიკატი;
- საწყობის მუშაობის პრინციპების საბაზისო ცოდნა;
- სივრცეში ორიენტაციისა და მანევრირების კარგი უნარი.
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა (განსაკუთრებით ტვირთის დაზიანების თავიდან ასაცილებლად);
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდში მუშაობისა და ინსტრუქციების ზუსტად შესრულების უნარი;
- პუნქტუალურობა.
სამუშაო განაკვეთი: სრული (9:00-18:00 სთ).
ხელფასი: შეთანხმებით, გამოცდილების შესაბამისად.
შაბათი-კვირა: დასვენება
მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ, კლინიკა "ვივამედი"-ს მიმდებარე ტერიტორია.