საწყობის მენეჯერი- თორნიკე ერისთავი — ჯიბე cash & carry

ჯიბე cash & carry

საწყობის მენეჯერი- თორნიკე ერისთავი

₾2300 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ჯიბე Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას სამაცივრე ცენტრალურ საწყობში - საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

  • ადგილების რაოდენობა: 1
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თორნიკე ერისთავის ქუჩა
  • სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00
  • ანაზღაურება: 2300 ₾

საწყობის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება (მაღაზიის მართვის პროცედურა);
  • მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და საწყობში განთავსების მონიტორინგი;
  • პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი საწყობის ტერიტორიაზე;
  • პროდუქციის ვადების კონტროლი, შესაბამისი მომწოდებლებისა და კატეგორიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
  • "წითელი ნაშთები"-ს კონტროლი; ("წითელი ნაშთების" განმარტება მოცემულია დოკუმენტში "მაღაზიის მართვის პროცედურა")
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია გამოცდილება საწყობის მენეჯერის პოზიციაზე
  • სასურველია პაგრუშიკის (ტრანსპალეტის) მართვის გამოცდილება