საცალო გაყიდვების სპეციალისტი (მარნეული)
"ქებული კლიმატი" - გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 11 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე მარნეულში.
მოვალეობები:
- პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა;
- მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურებისა და კონსულტაციის გაწევა.
- მომსახურების სტანდარტების დაცვა;
მოთხოვნები:
- პოზიცია მოიცავს წინასწარ ტრენინგს (ფუნქცია-მოვალეობების შესწავლას კომპანია უზრუნველყოფს ადგილზე).
- უმაღლესი განათლება (შესაძლებელია სტუდენტიც)
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- უცხო ენების (სასურველია რუსული ენის) საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.