საცალო გაყიდვების მენეჯერი
"DESIGN MALL" არის დიზაინისა და სარემონტო მასალების მოლი თბილისში, სადაც ერთ სივრცეში შეგიძლიათ შეარჩიოთ სარემონტო მასალები, ავეჯი და დეკორი, ასევე მიიღოთ პროფესიონალი დიზაინერებისა და არქიტექტორების მომსახურება.
მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ საცალო გაყიდვების მენეჯერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო რეჟიმი: ორშაბათი-პარასკევი, სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
- საცალო გაყიდვების ყოველდღიური პროცესების მართვა და კონტროლი;
- გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელობა და საქმიანობის კოორდინაცია;
- გაყიდვების შედეგების ანალიზი და გაუმჯობესების ღონისძიებების ინიციირება;
- მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების კონტროლი;
- პროდუქციის სწორად წარმოდგენისა და განთავსების კონტროლი;
- გაყიდვების გუნდის მოტივაციისა და განვითარების ხელშეწყობა;
- ხელმძღვანელობისთვის გაყიდვების ანგარიშებისა და ანალიზის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საცალო გაყიდვების ან გაყიდვების მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- გაყიდვების გუნდის მართვის გამოცდილება;
- გაყიდვების KPI-ების მართვის გამოცდილება;
- MS Office-ის კარგი ცოდნა
უპირატესობად ჩაითვლება: სამშენებლო მასალებისა და ინტერიერის პროდუქტების საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს დიზაინ მოლის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.