საცალო გაყიდვების მენეჯერი
ავტოიმპორტიორი კომპანია "Carspace" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე საცალო მიმართულებით.
"Carspace" გთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას ავტომობილების იმპორტის სფეროში, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე დილერებისთვის.
ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს:
- ავტომობილების შეძენას აშშ-ს საერთაშორისო აუქციონებიდან.
- ტრანსპორტირების სრულ მომსახურებას.
- საბაჟო პროცედურების სწრაფ და ეფექტიან მართვას.
- სერვისს დილერებისთვის, რაც მოიცავს ავტომობილების დიდი პარტიების შემოტანისა და განაწილების სრულ პროცესს.
"Carspace"-ის პრიორიტეტი ხარისხი, სანდოობა და დროული მომსახურებაა, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სასურველი ავტომობილი მარტივად და კომფორტულად.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. 10:00-დან 18:00-მდე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N 19
ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი + ბონუსი. (საწყის ეტაპზე საშუალოდ 2000 ლარი.)
დასაქმებულს ვთავაზობთ:
- კორპორატიულ დაზღვევას - პაკეტის საფასურს ფარავს კომპანია
- პროფესიული ტრენინგების გავლის საშუალებას
- Fitpass
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია, კონსულტაციის გაწევა და და მათი საჭიროებების დადგენა;
- მომხმარებლებისთვის მოთხოვნების შესაბამისად ავტომობილის არჩევა;
- საოპერაციო სისტემაში რეპორტების შეყვანა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:
- აუცილებელია ავტოიმპორტის გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
- მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის მენეჯმენტი;