სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი — Premium Leasing

Premium Leasing — ლოგო
Premium Leasing

სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"პრემიუმ ლიზინგი" არის საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.

"4finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით.

"პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლებთან გამავალი ზარების განხორციელება, კომპანიის პროდუქტის შეთავაზების და გაყიდვის მიზნით;
  • ცხელ ლიდებთან მუშაობა; CRM სისტემაში მუშაობა;
  • დაინტერესებული მომხმარებლებისთვის ონლაინ-განაცხადების შევსება;
  • საკითხიდან გამომდინარე, შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა;
  • მომსახურების ხარისხის და SLA სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • დახვეწილი ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • სატელეფონო გაყიდვებში ან/და ქოლცენტრში მუშაობის გამოცდილება - უპირატესია;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, საბურთალო, გიორგი დანელიას ქ.#2
  • სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 10:00 - 18:00; ყოველი მეორე შაბათი: 10:00-15:00 (საშუალოდ, თვეში 2 შაბათი)
  • ანაზღაურება: 1000 ლარი + ყოველთვიური ბონუსი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 26 ივლისი