სასტუმროს ტექნიკური და სამეურნეო თანამშრომელი
50-ნომრიანი სასტუმრო თბილისში აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური და სამეურნეო თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები- სასტუმროს ტექნიკური მდგომარეობის ყოველდღიური კონტროლი;
- ელექტროობის, სანტექნიკის, გათბობა-გაგრილების, კანალიზაციის, სახანძრო და სხვა სისტემების გამართულობის მონიტორინგი;
- მცირე ტექნიკური სამუშაოების შესრულება — ნათურების, ონკანების, საკეტების, ავეჯის, ინვენტარისა და სხვა მცირე დაზიანებების შეკეთება ან შეცვლა;
- ისეთი პრობლემის შემთხვევაში, რომლის დამოუკიდებლად მოგვარებაც შეუძლებელია, შესაბამისი ხელოსნის დროულად მოძიება, გამოძახება და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
- ტექნიკური პრობლემების დროული აღმოჩენა და პრევენციული მოვლა;
- სასტუმროს ავტომობილით რეგულარული მომარაგება — საუზმისთვის საჭირო პროდუქტების, საყოფაცხოვრებო და დასუფთავების საშუალებებისა და სასტუმროს ყოველდღიური მუშაობისთვის საჭირო სხვა პროდუქციის შეძენა და მოტანა.
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- ტექნიკური ან სამეურნეო საქმიანობის გამოცდილება;
- ელექტროობის, სანტექნიკისა და ზოგადი ტექნიკური სამუშაოების პრაქტიკული ცოდნა;
- მცირე სარემონტო სამუშაოების დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და სწრაფი რეაგირების უნარი;
- სასტუმროში ან მსგავს ობიექტზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები
სამუშაო გრაფიკი: 08:30–18:00
ავარიული ან ფორსმაჟორული ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში თანამშრომელს უნდა შეეძლოს სამუშაო საათების მიღმაც რეაგირება და, საჭიროების შემთხვევაში, სასტუმროში გამოცხადება.
ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.