სასტუმროს რეცეფციის თანამშრომელი
კომპანიის შესახებ:
"კომპლექსი კრუიზი" მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა მაღალი სტანდარტის სერვისითა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურებით.
ვაკანსია: სასტუმროს რეცეფციის თანამშრომელი
ლოკაცია: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 81
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში მუშაობა — 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს
ანაზღაურება: 1200 ლარი
კვება: უზრუნველყოფილია
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების პროფესიონალური მიღება, რეგისტრაცია და გაცილება (Check-in / Check-out).
- ჯავშნების მართვა და მონაცემების შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა.
- სატელეფონო ზარებისა და ონლაინ მოთხოვნების მართვა.
- სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისებისა და წესების შესახებ.
- ანგარიშსწორების პროცედურების განხორციელება.
- სტუმრების საჭიროებებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება.
- რეპორტების მომზადება და ცვლის გადაცემა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა — საკომუნიკაციო დონეზე.
- ძლიერი კომუნიკაციისა და მომსახურების უნარები.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
- სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.
თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა:
"კომპლექსი კრუიზი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების საფუძველზე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კომპლექსი კრუიზი"-ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.