სასტუმროს ოთახების დიასახლისი
Hostel Fabrika • ფაბრიკა აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ოთახების დიასახლისის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ეგნატე ნინოშვილის N8
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე 2 დასვენების დღე. 9 საათიანი სამუშაო გრაფიკი, 1 საათი შესვენება.
ანაზღაურება: 1150 ლარი (დამატებით განისაზღვრება საბონუსე სისტემა)
ძირითადი მოვალეობები:
- უზრუნველყოს სასტუმროს ოთახების დასუფთავება სტანდარტების შესაბამისად;
- დაიცვას ჰიგიენური და სანიტარული ნორმები.
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
- ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
- მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სს „ნინომ“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.