სასტუმროს მენეჯერი- ბათუმი
Askaneli Trademark Collection by Wyndham — საერთაშორისო ბრენდის 45-ნომრიანი სასტუმრო ყვარელში — აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მენეჯერის პოზიციაზე, ქ. ბათუმში.
სასტუმროს მენეჯერი პასუხისმგებელია სასტუმროს გახსნამდელი (Pre-opening) პროცესის სრულფასოვან მართვაზე, ბრენდის სტანდარტების დანერგვასა და ოპერაციული მზადყოფნის უზრუნველყოფაზე. სასტუმროს გახსნის შემდეგ იგი ხელმძღვანელობს ყოველდღიურ ოპერაციებს, უზრუნველყოფს ფინანსური შედეგების მიღწევას, სტუმრების კმაყოფილებას, თანამშრომელთა განვითარებასა და საერთაშორისო ბრენდის სტანდარტების დაცვას.
ძირითადი მოვალეობები:
I. გახსნამდელი ეტაპი (Pre-opening)
- სასტუმროს ყველა საოპერაციო მიმართულების — მიმღები, დასუფთავება, სასმელები & კვება, სპა, საინჟინრო, უსაფრთხოება და სხვა — გახსნისთვის მზადყოფნის უზრუნველყოფა;
- Wyndham-ის ბრენდის საოპერაციო სტანდარტების, SOP-ებისა და პოლიტიკების დანერგვა და შესრულების კონტროლი;
- ბრენდის, მფლობელის, კონსულტანტებისა და პროექტში ჩართული სხვა მხარეების წარმომადგენლებთან ეფექტური თანამშრომლობა;
- PMS, POS და სხვა საოპერაციო სისტემების დანერგვისა და ტესტირების პროცესის კოორდინაცია;
- სასტუმროს გუნდის დაკომპლექტების პროცესში მონაწილეობა, თანამშრომლების ტრენინგისა და საოპერაციო მომზადების უზრუნველყოფა;
- ოთახების, საზოგადოებრივი სივრცეების, F&B, SPA-სა და სხვა საოპერაციო სივრცეების გახსნისთვის მზადყოფნის კონტროლი;
- გახსნამდე გამოვლენილი საოპერაციო საკითხების იდენტიფიცირება და მათი დროული გადაწყვეტის კოორდინაცია;
- სასტუმროს გახსნის ორგანიზება ბრენდის მოთხოვნებისა და დამტკიცებული გეგმის შესაბამისად.
II. აპარტ-სასტუმროს მართვა
სასტუმროს გახსნის შემდეგ გენერალური მენეჯერი პასუხისმგებელია ობიექტის ეფექტურ ოპერირებაზე, ფინანსური შედეგების მიღწევაზე, სტუმრებისა და აპარტამენტების მეპატრონეების კმაყოფილებაზე და საერთაშორისო ბრენდის სტანდარტების მუდმივ დაცვაზე.
ძირითადი მოვალეობებია:
- სასტუმროს ყოველდღიური ოპერაციების ეფექტური მართვა;
- სტუმრების მომსახურების მაღალი ხარისხისა და ბრენდის სტანდარტების უზრუნველყოფა;
- ყველა დეპარტამენტის საქმიანობის კოორდინაცია და ეფექტიანობის გაუმჯობესება;
- ფინანსური შედეგების, ბიუჯეტის, შემოსავლებისა და ხარჯების მართვა;
- გაყიდვებისა და მარკეტინგული სტრატეგიის შესრულების ზედამხედველობა;
- ოთახების შემოსავლების, ADR-ის, RevPAR-ისა და ბაზრის წილის ზრდაზე მუშაობა;
- სტუმრებისა და აპარტამენტების მეპატრონეების კმაყოფილების უზრუნველყოფა და უკუკავშირის ეფექტიანი მართვა;
- კონტროლის მექანიზმების დანერგვა, რისკების მართვა და კანონმდებლობისა და ბრენდის მოთხოვნების დაცვა;
- აღმასრულებელი გუნდის და დეპარტამენტების ხელმძღვანელების განვითარება, შეფასება და მოტივირება;
- აპარტამენტების მეპატრონეებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, შემოსავლების განაწილების პროცესის ზედამხედველობა და მომსახურების ხარისხის კონტროლი;
- მფლობელებთან, ბრენდთან და სხვა პარტნიორებთან ურთიერთობის წარმართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასტუმროს ინდუსტრიაში მინიმუმ 5 წლიანი მენეჯერული გამოცდილება
- ბრენდულ სასტუმროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- სასტუმროს გახსნის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- საოფისე პროგრამების ფლობა მაღალ დონეზე