სასტუმროს ღამის დიასახლისი
„ჯინო ჰოლდინგი“ ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორებში. ჰოლდინგის პორტფელი აერთიანებს არაერთ წარმატებულ პროექტს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
კომპანიის პროექტებს შორისაა Gino Aquapark, ველნესი და სპა, სასტუმროები მცხეთასა და რაბათში, თბილისის პირველი რეზორტული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი „თბილისის ბულვარი“, სასტუმრო GINO Seaside, Trademark Collection by Wyndham, ასევე ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ცენტრალურ ნაწილში.
სასტუმრო Gino Seaside, Trademark Collection by Wyndham აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ღამის დიასახლისის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისის ზღვა, ბეშენოვას 20ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების მოთხოვნებზე რეაგირება;
- საზოგადოებრივი სივრცეების / სველი წერტილების მოწესრიგება.
მოთხოვნები:
- მომსახურების პრინციპების ცოდნა;
- სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
კომპანია გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას);
- კვებით უზრუნველყოფას;
- ანაზღაურება 1400 ლარი (სეზონურად).