სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი — იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს

იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს — ლოგო
იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს

სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს" არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება.

სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია "ჯინო ჰოლდინგის" შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.

"იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, პეტრე მელიქიშვილის 47/49

ძირითადი მოვალეობები:

  • სასტუმროს სერვისების გაყიდვა და კლიენტების მოზიდვა
  • კორპორაციულ და ინდივიდუალურ კლიენტებთან ურთიერთობის მართვა
  • კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება
  • გაყიდვების მიზნების შესრულება და ბაზრის მონიტორინგი

მოთხოვნები:

  • სასტუმროს გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • მოლაპარაკებებისა და გაყიდვების პრაქტიკული გამოცდილება
  • შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

აუცილებელი უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • დროის მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრა
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია)

კომპანია გთავაზობთ:

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
  • კვებით უზრუნველყოფა