სასტუმროს ფრონტ ოფისის მენეჯერი — იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს

იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს — ლოგო
იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს

სასტუმროს ფრონტ ოფისის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება.

სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია "ჯინო ჰოლდინგის" შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.

"იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ფრონტ ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, პეტრე მელიქიშვილის გამზირი 47/49

ძირითადი მოვალეობები:

  • ფრონტ ოფისის ყოველდღიური საქმიანობის სრული მართვა, ზედამხედველობა და შეუფერხებელი პროცესის უზრუნველყოფა.
  • სტუმრებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უმაღლესი დონის საოპერაციო სერვისის უზრუნველყოფა ვიზიტის მთელი ციკლის განმავლობაში; მათი ინდივიდუალური საჭიროებების ოპერატიული მოგვარება.
  • ჯავშნების სისტემის კონტროლი, შემოსული ზარების, ელ.ფოსტისა და ონლაინ პლატფორმების მართვა.
  • ფინანსური ოპერაციების წარმოება: ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება, საბოლოო ანგარიშსწორებების კონტროლი და ყოველდღიური ფინანსური რეპორტინგის მომზადება.
  • სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა.
  • გუნდის მართვა და განვითარება, რეცეფციის თანამშრომლების სამუშაო გრაფიკების შედგენა, მათი საქმიანობის ზედამხედველობა და მოტივაციის ამაღლება.
  • ახალი თანამშრომლების გადამზადება და ტრენინგების ორგანიზება.

მოთხოვნები:

  • მინიმუმ 1-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე.
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
  • საოფისე პროგრამებისა და სასტუმროს მართვის სისტემების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

  • განვითარებული ლიდერული და გუნდის მართვის უნარები.
  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმართვის კულტურა.
  • ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტაცია და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

კომპანია გთავაზობთ:

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
  • კვებით უზრუნველყოფას