სასტუმროს დიასახლისი — Gino Seaside, Trademark Collection by Wyndham

samushao.ge
Gino Seaside, Trademark Collection by Wyndham — ლოგო
Gino Seaside, Trademark Collection by Wyndham

სასტუმროს დიასახლისი

₾1400 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

„ჯინო ჰოლდინგი“ ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორებში. ჰოლდინგის პორტფელი აერთიანებს არაერთ წარმატებულ პროექტს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კომპანიის პროექტებს შორისაა Gino Aquapark, ველნესი და სპა, სასტუმროები მცხეთასა და რაბათში, თბილისის პირველი რეზორტული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი „თბილისის ბულვარი“, სასტუმრო GINO Seaside, Trademark Collection by Wyndham, ასევე ახალი 5- ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ცენტრალურ ნაწილში.

სასტუმრო Gino Seaside, Trademark Collection by Wyndham აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს დიასახლისის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისის ზღვა, ბეშენოვას 20 ძირითადი მოვალეობები:
  • ნომრების დასუფთავება და მოწესრიგება;
  • თეთრეულის და პირსახოცების გამოცვლა;
  • აბაზანისა და საერთო სივრცეების ჰიგიენის დაცვა;
  • მარაგების შევსება (ჰიგიენური საშუალებები);
  • ტექნიკური ხარვეზების დაფიქსირება და სტუმრების მოთხოვნებზე რეაგირება.
მოთხოვნები:
  • მომსახურების პრინციპების ცოდნა;
  • სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
კომპანია გთავაზობთ:
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას);
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • ანაზღაურება 1400 ლარი (სეზონურად).

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.