საოპერაციო პროგრამის ოპერატორი — ჯორჯიან ეარვეის

ჯორჯიან ეარვეის — ლოგო
ჯორჯიან ეარვეის

საოპერაციო პროგრამის ოპერატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
"ჯორჯიან ეარვეის" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო პროგრამის ოპერატორის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური ან მომიჯნავე პროფილით;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** მონაცემთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

** განხორციელებული ფრენების შესახებ ინფორმაციის შეყვანა საოპერაციო პროგრამაში, დამუშავება და ანალიზი;
** გაყიდული ბილეთების შესახებ ინფორმაციის შეყვანა საოპერაციო პროგრამაში, შემოწმება და ანალიზი;
** საინფორმაციო პორტალებიდან მონაცემების ჩამოტვირთვა და საოპერაციო პროგრამაში ასახვა;
** ნაფრენი საათების შეყვანა, შემოწმება, შესაბამის სამსახურებთან შედარება და ანალიზი;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: .

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ