IT სამსახური - კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია" აცხადებს კონკურსს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი - 1 ვაკანსია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საქართველოს მოქალაქეობა;
- ქართული ენის ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა B2;
- სამუშაო გამოცდილება: კიბერუსაფრთხოების სისტემებთან (SIEM, NSM, TIP, DLP, IDS, IPS, DFIR) ან კიბერუსაფრთხოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
- უსაფრთხოების კონფიგურაციების შემუშავება და განხორციელება.
- კიბერუსაფრთხოების სისტემების კონფიგურაცია საჭიროებისამებრ, მათი მონიტორინგი და მხარდაჭერა (SIEM, DLP, TIP, NSM, IDS, IPS, DFIR სისტემები და სხვა).
- საფრთხეების შეფასება და მოწყვლადობების გამოვლენა სისტემებსა და აპლიკაციებში.
- უსაფრთხოების ინციდენტებზე სწრაფი რეაგირება და მათი პრევენცია.
- უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლება თანამშრომლებში.
- უსაფრთხოების კონტროლის გაუმჯობესება ქსელებში, სერვერებში და აპლიკაციებში.
- სისტემების რეგულარული სკანირება მოწყვლადობების გამოსავლენად და რისკების შესამცირებლად.
- შიდა და გარე წყაროებიდან კიბერ საფრთხეების შესახებ დაზვერვის მონაცემების (CTI) შეგროვება და გაზიარება.
- ინციდენტების დეტალური გამოძიება და ძირეული მიზეზების ანალიზი.
- აქტიური საფრთხეების აღმოჩენა და ინციდენტების მართვა.
მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე.
ვაკანსიის ვადა: 2026 წლის 08 ნოემბრის ჩათვლით.
გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.