ოფისის მენეჯერი — Glass Work

Glass Work — ლოგო
Glass Work

ოფისის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
კომპანია "Glass Work" წარმოადგენს ყველაზე დიდ მინის საწარმოს საქართველოში, რომლის საწარმო ფართი 32000 კვ.მ-ზეა განთავსებული. "Glass Work"-ის საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სპეც-ტექნიკით, ხოლო მაღალკვალიფიცირებული პერსონალი, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.

კომპანია "Glass Work" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზ. 50 (ქვემო ფონიჭალა)
სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 სთ.
განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული დოკუმენტაციის მართვა: შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვა, დახარისხება, დაარქივება და კონტროლი;
** ოფიციალური წერილების, მოთხოვნების, ბრძანებების და სხვა ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადება;
** კომპანიის ელექტრონული ფოსტის მართვა;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** კომპანიაში დასაქმებული პირების შრომითი ხელშეკრულებების, სამუშაო აღწერილობების, ბრძანებებისა და სხვა საკადრო დოკუმენტაციის მომზადება;
** თათბირებისა და დირექტორატის შეხვედრების ორგანიზება (მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, მონაწილეებისთვის დროის და დღის წესრიგის გაცნობა);
** შრომითი ხელშეკრულების, შინაგანაწესის და სხვა ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** თანამშრომლებისა და დირექტორატის მივლინებების ორგანიზება: სამივლინებო დოკუმენტაციის მომზადება, თვითმფრინავის ბილეთების, სასტუმროების დაჯავშნა;
** თანამშრომელთა სამუშაო დროის, შვებულებების, დაზღვევის პოლისების მართვა;
** კომპანიის მომარაგება ტექნიკური, საკანცელარიო და სამეურნეო ნივთებით. მათი მიღება, კონტროლი, შენახვა და გაცემა;
** საოფისე ტექნიკისა და საკომუნიკაციო საშუალებების მდგომარეობის კონტროლი. რაიმე გაუმართაობის შემთხვევაში ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი სპეციალისტების მოწვევა პრობლემის აღმოსაფხვრელად;
** ოფისის ინტერიერის და ექსტერიერის მოწესრიგებულობაზე ზრუნვა;
** მენეჯმენტისა და სტუმრების ყავითა და ჩაით უზრუნველყოფა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის დავალებების შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალურობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** კომუნიკაციის უნარი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ