საოფისე ასისტენტი
Baron Medical არის რეპროდუქციული კლინიკა, რომელიც ეძებს პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და მოტივირებულ თანამშრომელს საოფისე ადმინისტრაციული საქმიანობის შესასრულებლად.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუბლიანას ქ. №13
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00
ძირითადი მოვალეობები:
- საოფისე პროცესების ყოველდღიური მართვა და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
- პაციენტების სამედიცინო ინფორმაციის CRM სისტემაში შეტანა და განახლება;
- სამედიცინო დოკუმენტაციის მიღება, გადამოწმება და სისტემატიზაცია;
- დოკუმენტების სკანირება, ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა და შესაბამის საქაღალდეებში (Folders) განაწილება;
- პაციენტებთან დაკავშირებული ანალიზების, კვლევებისა და სხვა სამედიცინო დოკუმენტების სპეციალურ პლატფორმაზე ატვირთვა;
- პაციენტების მონაცემების სრულყოფილად შევსება და მუდმივი განახლება;
- სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალების შესრულება და გუნდის წევრების მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დისციპლინა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- სწრაფად სწავლისა და ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარი.