სამშენებლო სამუშ. ხელმძღვანელი, ხარისხის კონტრ. სპეციალისტი
კომპანია "ტექნომალი" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:
1) სამშენებლო სამუშაოების ხელმძღვანელი (პრარაბი)
სამუშაო მიმართულება: ლესვითი და ღებვითი სამუშაოები (მალიარკა)
ძირითადი მოვალეობები:
- ობიექტზე მიმდინარე ლესვითი და ღებვითი სამუშაოების ორგანიზება და მართვა;
- სამუშაო პროცესის დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
- ხელოსნების/სამუშაო ჯგუფის მართვა და დავალებების გადანაწილება;
- სამუშაოების ვადების კონტროლი;
- გამოყენებული მასალებისა და რესურსების კონტროლი;
- დამკვეთისა და კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა;
- ობიექტზე სამუშაო პროცესთან დაკავშირებული საკითხების დროული მოგვარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
-
ლესვითი და ღებვითი სამუშაოების სპეციფიკის კარგი ცოდნა;
- სამუშაო ჯგუფის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
2) ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
სამუშაო მიმართულება: ლესვითი და ღებვითი სამუშაოები (მალიარკა)
ძირითადი მოვალეობები:
- შესრულებული ლესვითი და ღებვითი სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
- სამუშაოების ტექნიკურ მოთხოვნებთან და კომპანიის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება;
- ზედაპირების მომზადების, ლესვისა და შეღებვის პროცესის კონტროლი;
- შესრულებული სამუშაოების დეფექტების გამოვლენა და მათი გამოსწორების კონტროლი;
- გამოყენებული მასალებისა და სამუშაო ტექნოლოგიის შესაბამისობის შემოწმება;
- ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ხარისხის მონიტორინგი;
- პრარაბთან და სამუშაო ჯგუფთან კოორდინირებული მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ლესვითი და ღებვითი სამუშაოების ტექნოლოგიის ცოდნა;
- ხარისხის სტანდარტების ცოდნა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.