სამშენებლო ობიექტებზე გაყიდვების მენეჯერი- ბათუმი — ზენიტ ჯგუფი

ზენიტ ჯგუფი — ლოგო
ზენიტ ჯგუფი

სამშენებლო ობიექტებზე გაყიდვების მენეჯერი- ბათუმი

₾20000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

დეველოპერული კომპანია "ზენიტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტებზე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:

  • მიმდინარე პროექტის სრულყოფილად შესწავლა
  • შესასრულებელი სამუშაოს ეფექტურად დაგეგმარება და დროის სწორად განაწილება
  • სატელეფონო ზარების მიღება-განხორციელება
  • პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და შეხვედრების ჩატარება (გაყიდვების მენეჯერს არ უწევს პოტენციური კლიენტების მოძიება-მოზიდვა)
  • ობიექტზე მოსული კლიენტებისთვის პრეზენტაციის ჩატარება და ბინის შერჩევა-გაყიდვა
  • კლიენტთან მოლაპარაკების წარმოება ხელშეკრულების გაფორმებამდე

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
  • მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი
  • კრეატიული აზროვნება
  • ორგანიზებულობა
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ინფორმაციის და ინსტრუქციების გაცნობის/ათვისების უნარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (ნებისმიერ სფეროში, სასურველია მაგრამ არასავალდებულო დეველოპერული მიმართულებით)
  • საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა
  • ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე სავალდებულოა (პრიორიტეტი მიენიჭება ორივე ენის ფლობას)

ბენეფიტები:

  • უძრავი ქონების გაყიდვების ტრენინგი
  • ულიმიტო სასაუბრო
  • თვის ჭრილში 500+ პოტენციური კლიენტი კომპანიის მხრიდან
  • ანაზღაურება: 1000₾ + ბონუსი, რეალიზებული ქონების 2% ხელზე ასაღები (საშუალოდ 20 000 ლარი და მეტი)

ოფისის მისამართი: ბათუმი, ანგისას ქუჩა.
სამუშაო საათები: 10:00-19:00 საათი (5 დღე)