სამშენებლო ობიექტებზე გაყიდვების მენეჯერი
დეველოპერული კომპანია "მონდე ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტებზე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მიმდინარე პროექტის სრულყოფილად შესწავლა
- შესასრულებელი სამუშაოს ეფექტურად დაგეგმარება და დროის სწორად განაწილება
- სატელეფონო ზარების მიღება-განხორციელება
- პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და შეხვედრების ჩატარება (გაყიდვების მენეჯერს არ უწევს პოტენციური კლიენტების მოძიება-მოზიდვა)
- ობიექტზე მოსული კლიენტებისთვის პრეზენტაციის ჩატარება და ბინის შერჩევა-გაყიდვა
- კლიენტთან მოლაპარაკების წარმოება ხელშეკრულების გაფორმებამდე (საოპერაციო საკითხების მოგვარება, ხელშეკრულების გაფორმება და სხვა მსგავსი ტიპის საკითხები არ ეხება გაყიდვების მენეჯერს)
პიროვნული თვისებები და უნარები:
- გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
- მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი
- კრეატიული აზროვნება
- ორგანიზებულობა
- მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ინფორმაციის და ინსტრუქციების გაცნობის/ათვისების უნარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (ნებისმიერ სფეროში)
- საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე სავალდებულოა
ბენეფიტები:
- უძრავი ქონების გაყიდვების ტრენინგი
- ტელეფონი და ულიმიტო სასაუბრო
- თვის ჭრილში 100-200 პოტენციური კლიენტი კომპანიის მხრიდან
- ანაზღაურება: 1000₾ + ბონუსი (საშუალოდ 2000-5000₾)
ოფისის მისამართები:
- დიღომი
- სამგორი
- ავლაბარი
- ვარკეთილი
- წერეთელი
სამუშაო საათები: 11:00-19:00 საათი (5 დღე)