საკრედიტო პროდუქტების გაყიდვების ექსპერტი- თბილისი, ბათუმი
შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო პროდუქტების გაყიდვების ექსპერტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი/ბათუმი
ვის ვეძებთ:
- თუ ხარ ენერგიული და მოტივირებული;
- გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- არ გეშინია გამოწვევბის და სირთულეების;
- გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და გადაწყვეტილების ახალი გზების ძიება;
- შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდთან ერთად.
"ცენტრალი" გთავაზობთ:
- თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- საუკეთესო სამუშაო პირობებს.
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტებისთვის/მომხმარებლებისთვის პროდუქტების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
- სესხის გაცემის და დამუშავების პროცედურების შესწავლა;
- გაყიდვების პროცესის მართვა და კონტროლი;
- შედეგებზე ორიენტაცია;
- პოტენციური მომხმარებლის მოზიდვა;
- კომპანიის სერვისების წარმოჩენა და მათი მნიშვნელობის გაცნობა პოტენციურ კლიენტებთან.
სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია აღნიშნულ სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
სხვა მოთხოვნები:
- პუნქტუალური;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კონფლიქტების არიდების უნარი;
- პრინციპულობა, გუნდური მუშაობის უნარი, ინიციატივა, აქტიურობა.