საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახურის სპეციალისტი — შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი — ლოგო
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახურის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2;

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

  • დოკუმენტაციის მიღება, რეგისტრირება და დანიშნულებისამებრ გადამისამართება;
  • შემოსული დოკუმენტების ადრესატისათვის გადაცემა, ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების გაფორმება, დროული განხილვა და ხელმძღვანელისათვის წარდგენა;
  • გასული დოკუმენტების სათანადო წესით დამუშავება, გაგზავნა;
  • შემოსული და გასული კორესპონდენციის, შიდა დოკუმენტაციის, აკადემიური საბჭოების ოქმების, მემორანდუმებისა და რექტორის ბრძანებების აღრიცხვა;
  • დოკუმენტების ასლების დაინტერესებულ პირებზე დადგენილი წესით გაცემა;
  • საგაამანათლებლო დაწესებულებების რეესტრებში უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა შესახებ კანონმდებლობით მოთხოვნილი ინფორმაციის სრული და სწორი ასახვა;
  • უნივერსიტეტის სტუდენტთა რეესტრში არსებული ინფორმაციის მონიტორინგი და სისწორის უზრუნველყოფა (სტუდენტის სტატუსი, საგანმანათლებლო პროგრამა, პირადი მონაცემები);
  • კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მომზადება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდების მიზნით;
  • არქივისთვის ჩასაბარებელი საქმეების ფორმირება და გაფორმება;
  • დოკუმენტაციის დაარქივირებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • ინგლისური ენა (მინიმუმ B2+);

კომპეტენცია და უნარები:

  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ქართულ და ინგლისურ ენაზე დახვეწილი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი.