ადმინისტრაციული მიმართულების სპეციალისტი
სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მიმართულების სპეციალისტის პოზიციაზე.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტი "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე საქმიანობს რამდენიმე მიმართულებით:
- უზრუნველყოფს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას;
- ახორციელებს საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების კურსს;
- მუნიციპალური განვითარების და საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამებს;
- ატარებს ინდივიდუალურ და კორპორაციულ ტრენინგებს;
- გეგმავს კვლევით/ანალიტიკურ მომსახურებებს;
- ქმნის პროფესიულ ლიტერატურასა და სასწავლო სახელმძღვანელოებს.
სამუშაოს აღწერა:
- იურიდიულ, სახელმწიფო შესყიდვებისა და ადმინისტრაციულ საკითხებში მონაწილეობის მიღება;
- ხელმძღვანელობის მხრიდან სხვა დავალებების შესრულება.
სამუშაო საათები: შეთანხმებით
მისამართი: თბილისი, ქეთევან წამებულის N96; გიგა ლორთქიფანიძის #4.
ანაზღაურება: შეთანხმებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი იურიდიული ან/და მომიჯნავე მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint) საბაზისო დონეზე ცოდნა;
- ინგლისურის B2 დონე
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 2 ნოემბერი.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ინსტიტუტის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (6 თვის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.