საქმის მწარმოებელი — Glass Work

Glass Work — ლოგო
Glass Work

საქმის მწარმოებელი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "Glass Work" წარმოადგენს ყველაზე დიდ მინის საწარმოს საქართველოში, რომლის საწარმო ფართი 32000 კვ.მ-ზეა განთავსებული. "Glass Work"-ის საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სპეც-ტექნიკით, ხოლო მაღალკვალიფიცირებული პერსონალი, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.

კომპანია "Glass Work" აცხადებს ვაკანსიას საქმისმწარმოებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზ. 50 (ქვემო ფონიჭალა)

სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 სთ.

განაკვეთი: არასრული, ორშაბათი - პარასკევი 13:00-18:00 (კვირაში 25 საათი)

ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი.

დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • შემოსული და გასული კორესპონდენციის, შიდა დოკუმენტაციის მომზადების, გაფორმების, აღრიცხვის, გამოყენებისა და შენახვის წესის დაცვის კოორდინაცია;
  • პერსონალის პირადი საქმეების და განცხადებების მიღება, დამუშავება და წარმოება;
  • კომპანიაში შემოსული და გასული კორესპონდენციის, ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვა, საინფორმაციო ბაზის ფორმირება, დოკუმენტის სარეგისტრაციო ან/და ელექტრონულ ჟურნალში დაფიქსირება დადგენილი წესის შესაბამისად;
  • დოკუმენტებისა და ბლანკების ფორმების შემუშავება;
  • დოკუმენტების გადაცემა დირექციისა და შემსრულებლებისთვის, მათი შესრულების კონტროლი და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება დირექციისთვის;
  • დოკუმენტებზე მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა — დაბეჭდვა, ასლის გადაღება, გასული დოკუმენტების დაგზავნა;
  • ინფორმაციის გაცემა შემოსულ დოკუმენტებზე, მათი შესრულებისა და გასული კორესპონდენციის დაგზავნის შესახებ;
  • მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
  • იურისტის მიერ მომზადებული ხელშეკრულებების შევსება/გადამისამართება;
  • დოკუმენტების მომზადების ვადებისა და გაფორმების წესის დაცვის კონტროლი;
  • სტრუქტურულ ერთეულებში საქმისწარმოების მონიტორინგი;
  • შესრულებული დოკუმენტების ჩამოწერა და საქმეში მოთავსება;
  • საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტების საქმეებად ფორმირება;
  • საქმეთა მომზადება არქივში ჩასაბარებლად;
  • საქმისწარმოებით დამთავრებული საქმეების არქივში მიღება, აღრიცხვა და დაცვა;
  • არქივიდან ცნობების, ბრძანებების ამონაწერებისა და სხვა დოკუმენტების გაცემა;
  • შეხვედრებისა და ღონისძიებების ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საოფისე პროგრამების (MS Office: Word, Excel, outlook)
    ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (მართლწერის წესების ცოდნა); ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.