ადმინისტრაციული ასისტენტი — საგა იმპექსი

საგა იმპექსი

ადმინისტრაციული ასისტენტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "საგა იმპექსი" 1994 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. გათბობა, გაგრილება და სავენტილაციო სისტემები მისი ძირითადი მიმართულებებია. საგა იმპექსი კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. საგას ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველყოს. კომპანიის სეგმენტი მოიცავს როგორც სამომხმარებლო და კორპორატიულ ისე ინდუსტრიულ მიმართულებებს. კომპანია მუდმივად ზრუნავს საკუთარ საქმიანობაში მაღალ ტექნოლოგიური განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე მსოფლიოს წამყვან პარტნიორ ბრენდებთან ერთად.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის 78

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე;

ანაზღაურება: 1200-1500 net გამოცდილებიდან გამომდინარე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობის მხარდაჭერა
  • შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და მონაწილეობა
  • პრეზენტაციების, ანგარიშებისა და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება
  • უცხოელ მომწოდებლებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია (ელ.ფოსტა/ზარები)
  • მიმოწერის მართვა და დელეგირებული დავალებების დროული შესრულება
  • მენეჯმენტის ადმინისტრაციული მხარდაჭერა

სავალდებულო მოთხოვნები:

  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • ინგლისური ენის ცოდნა - მაღალ დონეზე, რუსული ენა ჩაითვლება უპირატესობად;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

რას გთავაზობთ: ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ, კომუნიკაბელურ და კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას, გამოცდილების მიღებას ძალიან საინტერესო და სპეციფიურ ინდუსტრიაში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.