დღე ღამის ცვლის მოლარე, ექსპერტ-შემფასებელი — გირო კრედიტი

გირო კრედიტი — ლოგო
გირო კრედიტი

დღე ღამის ცვლის მოლარე, ექსპერტ-შემფასებელი

₾1300 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ვაკანსიის დასახელება: დღე ღამის ცვლის მოლარე, ექსპერტ-შემფასებელი

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო საათები:

  • თანამშრომელი 2 სრული დღე ისვენებს, 1 სრული დღე (24 საათი) მუშაობს.
  • დღის შესვენება 1 საათი, ღამის შესვენება 4 საათი.

ანაზღაურება: მინიმალური 1300 ლარი (ხელზე ასაღები).

ბენეფიტები:

  • ბონუსი 200-დან - 600 ლარამდე, რომელიც დაანგარიშდება: მიმდინარე პორტფელის, სესხის გაცემების და კონვერტაციების მოცულობის მიხედვით; ასევე დანამატი გაიცემა კომპანიაში ნამუშევარი სტაჟის მიხედვით.
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • დაბადების დღის დანამატი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
  • ოქროს შეფასების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა (დამატებით უპირატესობად ჩაითვლება ბრილიანტის ცოდნა);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • რუსული ან ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

  • ოქროს შეფასება და ხელშეკრულებების გაფორმება;
  • ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება;
  • ფულადი გზავნილების ოპერაციების წარმოება;
  • ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
  • მოპოვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის სწორად და სრულყოფილად აღრიცხვის, დამუშავების და შენახვის უზრუნველყოფა.
  • კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
  • კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების დამყარება;

პიროვნული უნარები:

  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანსწრაფული;
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;