ონლაინ მიმოწერის ოპერატორი — ჯეი ეფ ჯორჯია

ჯეი ეფ ჯორჯია — ლოგო
ჯეი ეფ ჯორჯია

ონლაინ მიმოწერის ოპერატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "JF Georgia" ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას ონლაინ მიმოწერის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ფორმატი: დისტანციური

სამუშაო პირობები:

  • წელიწადში 24 დღის განმავლობაში დაგჭირდებათ სამუშაო ცვლის ადგილზე შესრულება (ოფისიდან მუშაობა);
  • ასევე, საჭიროებისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, უნდა მოხდეს ცვლების გაცვლა, რაც მოითხოვს სამუშაო ადგილზე გამოცხადებას;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლების შეტყობინებებზე დროული და პროფესიონალური პასუხის გაცემა;
  • პროდუქციისა და მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
  • შეკვეთების მიღება და დამუშავება;
  • მომხმარებელთა კონსულტაცია, ინფორმაციის მიწოდება და პრობლემების ეფექტურად მოგვარება;
  • სოციალური ქსელებისა და ონლაინ პლატფორმების მიმოწერების მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • ქართული ენის გამართული წერითი კომუნიკაცია;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • თავაზიანი და მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

ჩვენ გთავაზობთ:

  • დინამიკურ სამუშაო გარემოს დიდ და მეგობრულ გუნდში;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!