სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერი
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, იურიდიული მიმართულება); ** სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 (სამწლიანი) გამოცდილება (სასურველია კვების სფეროში); ** სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ზედმიწევნით ცოდნა; ** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება; ** უცხო ენების ცოდნა - ინგლისური, რუსული; ** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა. ფუნქცია-მოვალეობები: ** სახელმწიფო შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება-კოორდინაცია, წარმართვა და შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადება; ** სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე, სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერების ჩატარება; ** "სპეციალური წესით საქონლის შესყიდვის კომისიისა და კომისიის აპარატის" გადაწყვეტილების საფუძველზე, სათანადო დოკუმენტაციის მომზადება; ** ბაზრის კვლევა და მისი ანალიზი, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგება; ** შემსყიდველ ორგანიზაციებთან ან მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება საუკეთესო პირობების მისაღებად; ** სატენდერო/საკონკურსო პროცედურების წარმართვა, ოქმების მომზადება და ა.შ ** სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება (მოხსენებითი ბარათი, წერილი და ა.შ); ** ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და გაფორმების უზრუნველყოფა; ** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება; პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** პრობლემების გადაჭრის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** კომუნიკაბელური; ** დისციპლინირებული/პუნქტუალური; ** დეტალებზე ორიენტირებული. ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** ჯანსაღ სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს. სამუშაო საათები: 09:00-18:00 / (1 საათი შესვენება); სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი / კვირაში 5 დღე; ანაზღაურება: შეთანხმებით.