საგამოცდო ცენტრის სპეციალისტი — ევროპის უნივერსიტეტი

ევროპის უნივერსიტეტი — ლოგო
ევროპის უნივერსიტეტი

საგამოცდო ცენტრის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას საგამოცდო ცენტრის სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გივი ჟვანიას ქუჩა N17, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი და დ. გურამიშვილის გამზირი N 76. ** სამუშაო გრაფიკი: სრული. ** სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი; შერჩევის პროცესი იყოფა 2 ეტაპად: ** რეზიუმეების გადარჩევა; ** ინდივიდუალური გასაუბრება; ძირითადი მოვალეობები: ** უნივერსიტეტში ერთიანი საგამოცდო სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ** შემოსული საგამოცდო ტესტების შედარება (შედარებაში არ იგულისხმება შინაარსობრივი თემატიკის გადამოწმება) კურსის სილაბუსებთან და ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელთან; ** საგამოცდო ცხრილის შემუშავება; ** შემოსული საგამოცდო ტესტების საგამოცდო ფორმაში მოქცევა; ** საგამოცდო ცხრილის გაცნობა სტუდენტებისთვის ყველა არსებული კომუნიკაციის საშუალებით; ** დამკვირვებლების ცხრილის შედგენა და მათი ინფორმირება გამოცდების შესახებ; ** გამოცდის შედეგების ასახვა სტუდენტთა შეფასებების ბაზაში; ** სტუდენტების ნაშრომების დათვლა, აღრიცხვა და გადაცემა აკადემიური/მოწვეული პერსონალისთვის; ** სააპელაციო კომისიისთვის ნაშრომების მოძიება და მათთვის გადაცემა; ** საგამოცდო პერიოდის დასრულებისას ანალიზის და საკუთარი რეკომენდაციების წარდგენა ხელმძღვანელისთვის; ** უწყისების დაბეჭდვა და მათი გადაცემა ხელმძღვანელისთვის; ** გამოცდების ადმინისტრირების პროცესის დახვეწის მიზნით, საგამოცდო პროცესის მონიტორინგის კონტექსტში, მონაცემების შეგროვებასა და ანალიზში ჩართულობა; ** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, ასევე ხელმძღვანელის დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება, სასურველია, სასწავლო პროცესის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი); ** ინგლისური ენა - B1 დონე (მეტყველება, წერა). პიროვნული უნარ-ჩვევები: ** სისტემური აზროვნების უნარი; ** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობა; ** ორგანიზებულობა; ** სტრესის მართვის უნარი; ** დროის მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** შედეგზე ორიენტირებულობა; ** ცვლილებების მიმღებლობის უნარი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ