პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი — განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრი

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრი

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სსიპ - " განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი " აცხადებს კონკურსს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტთა შესარჩევად შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა: შეირჩევა ყველა ის კანდიდატი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს. პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ** პროფესიული ან აკადემიური უმაღლესი განათლება (სასურველია ბაკალავრის/მაგისტრის კვალიფიკაცია განათლების ადმინისტრირების/ბიზნესის ადმინისტრირების/სოციალური მეცნიერებების მიმართულებით); ** პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: - "პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონი; - "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" საქართველოს კანონი; - "საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება; - "ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანება; - "პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტები; ** კომპიუტერული პროგრამების (MICROSOFT WORD; EXCEL; POWER POINT) ცოდნა; ** ენები: სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართული წერითი და ზეპირი მეტყველება; სასურველია უცხო ენის (ინგლისური, რუსული და სხვა) ცოდნა; ** შემდეგი უნარების/პიროვნული თვისებების ქონა: - ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; - სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; - კონფლიქტების მართვა; - ემოციური ინტელექტი; - მოტივაცია; - გუნდური მუშაობა; - ეფექტური კომუნიკაცია; - პრეზენტაციის მომზადება; - სამართლიანობა; - პასუხისმგებლობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - ორგანიზებულობა; - ვადებზე ორიენტირებულობა; - ყურადღების კონცენტრაცია; ** კომპეტენციები: - პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის შეფასების კომპეტენცია; - საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების კომპეტენცია; - პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პერსონალის მართვასა და განვითარებასთან დაკავშირებული პროცესების შეფასების კომპეტენცია; - პროფესიული სტუდენტების უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების შეფასების კომპეტენცია; - პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მატერიალური რესურსებისა და ინფრასტრუქტურის შეფასების კომპეტენცია; - პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსური მდგრადობის შეფასების კომპეტენცია; - ხარისხის მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის კვლევის ჩატარების კომპეტენცია; - თვითშეფასების დოკუმენტის მომზადების კომპეტენცია; - პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხარისხის მართვის მექანიზმების შემუშავების კომპეტენცია. პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტის ფუნქციებია: ** ცენტრის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის წინასწარ შესწავლა და ანალიზი, ადმინისტრაციული წარმოების მიზნების შესაბამისად (ავტორიზაცია, პროგრამის დამატება, მონიტორინგი და სხვა); ** დოკუმენტაციის საფუძველზე შენიშვნების, მოსაზრებებისა და შეკითხვების მომზადება და ექსპერტთა ჯგუფში გაზიარება; ** ვიზიტის დღის წესრიგის შემუშავებაში მონაწილეობა, ხოლო თავმჯდომარის შემთხვევაში - მისი კოორდინაცია და დამტკიცება; ** ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების ეფექტიანი განაწილება (თავმჯდომარის შემთხვევაში), მათი კომპეტენციის გათვალისწინებით; ** დაწესებულებაში ვიზიტის ფარგლებში: - ინტერვიუების ჩატარება დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან; - ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების დათვალიერება; - საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვა; ** ვიზიტის მიმდინარეობისას და დასრულებისას ძირითადი მიგნებების იდენტიფიცირება, გაზიარება და შეჯამება (თავმჯდომარე - პროცესის ხელმძღვანელობით); ** საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დასკვნის პროექტის მომზადებაში მონაწილეობა, ხოლო თავმჯდომარის შემთხვევაში - დასკვნის პროექტის ფორმირება და წარდგენა; ** დაწესებულების მიერ წარმოდგენილი არგუმენტირებული პოზიციის გათვალისწინება და საბოლოო დასკვნის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა; ** საჭიროების შემთხვევაში ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებისთვის დამატებითი აქტივობების განხორციელება; ** შესაბამის საბჭოს სხდომაზე დასკვნის წარდგენა და განხილვაში მონაწილეობა; ** დასკვნის პროექტზე დაწესებულების არგუმენტირებული პოზიციის გაცნობა და ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისთვის საკუთარი მოსაზრების წარდგენა პროექტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბებამდე; ** დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება; ** საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე განხილვაში მონაწილეობა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ