საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი
HR აუთსორსინგული კომპანია "ვან ფოინთი" ეძებს პარტნიორი ორგანიზაციისთვის საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტს.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან, მოტივირებულ და გამოცდილ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო მომწოდებლებთან ეფექტურ თანამშრომლობას, იმპორტის პროცესების მართვასა და მარაგების ოპტიმალურ დაგეგმვას.
ძირითადი მოვალეობები:
- საერთაშორისო მომწოდებლებთან ურთიერთობის წარმოება;
- პროდუქციის მიწოდების, საფასო პოლიტიკისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა;
- საბაჟო ბროკერებთან თანამშრომლობა იმპორტის ოპერაციების შეუფერხებელი მიმდინარეობისთვის;
- მოთხოვნის პროგნოზირება, უსაფრთხო მარაგის გაანგარიშება და საწყობის დროული შევსება;
- მომწოდებლების ეფექტურობის და შეკვეთის შესრულების ვადების მონიტორინგი;
- მონაცემების ზუსტი ასახვა ERP სისტემებში.
მოთხოვნები:
- საერთაშორისო შესყიდვებისა და იმპორტის მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- საერთაშორისო ლოჯისტიკისა და საბაჟო პროცედურების ცოდნა;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
- ERP სისტემებთან და MS Excel-თან მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსურ სისტემას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვების თანხას;
- სატელეფონო ლიმიტს.
სამუშაო ადგილი: ლილო, ლოჭინის ხევი, თბილისი.