ოფისის მენეჯერი — კრიალა

კრიალა

ოფისის მენეჯერი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

პალიტრა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია შპს "კრიალა" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით);
  • ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office-ის (Excel, Word, Outlook) კარგი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.
ფუნქცია-მოვალეობები:
  • ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია.
  • შემოსული და გასული კორესპონდენციის, სატელეფონო ზარების, დოკუმენტბრუნვისა და შესაბამისი საკითხების კოორდინაცია და მართვა.
  • შეხვედრების, ვიზიტებისა და კალენდრის ორგანიზება.
  • ოფისისთვის საჭირო ინვენტარისა და საკანცელარიო მარაგების კონტროლი, აღნიშნულთან დაკავშირებული ადგილობრივი შესყიდვების დაგეგმვა, მომწოდებლებთან კომუნიკაცია და შესყიდვების პროცესის უზრუნველყოფა.
  • შესაბამის პასუხისმგებელ პირთან მჭიდრო კოორდინაციაში მაკულატურის მოძიების/შესყიდვის ორგანიზება და კოორდინაცია, საჭიროების შემთხვევაში მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება.
  • დირექტორისა და ხელმძღვანელი პირების ადმინისტრაციული მხარდაჭერა.
  • დირექტორისგან მიღებული დავალებებისა და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან ინიცირებული საკითხების შესრულების მონიტორინგი (Follow-up), შესრულების სტატუსის კონტროლი და პასუხისმგებელ პირებთან მუდმივი კომუნიკაცია.
  • სოციალური მედიის მართვა;
  • სტუმრების მიღება და ოფისის წარმომადგენლობითი გარემოს უზრუნველყოფა.
  • სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალებით.
პიროვნული თვისებები:
  • ორგანიზებულობა და სისწრაფე;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარები;
  • სხარტი აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • აქტიური, პოზიტიური და განვითარებაზე ორიენტირებული.
პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ქიზიყის ქუჩა 50ბ
  • ანაზღაურება: საწყის ეტაპზე - 1200 ლარი, გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ - 1500 ლარი (ხელზე ასაღები)

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული ნომერი (ულიმიტო)