ოფისის მენეჯერი — ბანა

ბანა — ლოგო
ბანა

ოფისის მენეჯერი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ბანა" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "ბანა " არის სტომატოლოგიური მასალებისა და აღჭურვილობის წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც წლების გამოცდილებასა და მაღალ პროფესიონალიზმს აერთიანებს. ჩვენი პარტნიორები არიან პრემიუმ ბრენდები, როგორებიცაა Straumann, Hu-Friedy, Neodent და Geistlich, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, დავაკმაყოფილოთ სტომატოლოგების და კლინიკების ყველა საჭიროება.

თუ ხართ ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და გსურთ პროფესიულ გარემოში მუშაობა, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.

ხელფასი: 1700-დან 2000 ლარამდე ზრდის პერსპექტივით

ძირითადი მოვალეობები:

  • ოფისის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია და ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
  • შემოსული შეკვეთების დროული დამუშავება, ორგანიზება და დილივერისთვის გადაცემა;
  • კომპანიის პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა და მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • სასაწყობე ნაშთების კონტროლი და კომპანიის საჭიროებების შესაბამისად შეკვეთების მომზადება;
  • რეპორტების მომზადება და მონაცემების ანალიზი;
  • დოკუმენტაციის წარმოება, დამუშავება და არქივირება;
  • შესაბამის პროგრამებში ინფორმაციის დროული და ზუსტი ასახვა;
  • სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება ხელმძღვანელობის მითითების შესაბამისად;
  • დებიტორული დავალიანების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • FINA-ს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • Microsoft Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • რეპორტინგის მომზადების გამოცდილება;
  • საოფისე დოკუმენტაციის მართვის გამოცდილება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.